NBA-ის "ოლ სტარის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია!
გამთენიისას NBA-ის ყველა ვარსკლავის მატჩის ძირითადი ხუთეულების ვინაობა გახდა ცნობილი.
დასავლეთ კონფერენციას „ოლ სტარზე“ ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, პოლ ჯორჯი, სტეფ კარი და ჯეიმს ჰარდენი წარადგენენ. რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ რჩეული კალათბურთელების სტატუსი იანის ანტეტოკოუნმპომ, კავაი ლეონარდმა, ჯოელ ემბიდმა კაირი ირვინგმა და კემბა უოკერმა მიიღეს.
ლებრონ ჯეიმსმა და იანის ანტეტოკოუნმპომ თავ-თავის კონფერენციაში საუკეთესო მაჩვენებლები დააფიქსირეს და კაპიტნის წოდება დაისაკუთრეს. შარშანდელი წლის მსგავსად ისინი საკუთარ გუნდებს „ოლ სტარის“ დრაფტზე დააკომპლექტებენ, რომელიც 8 თებერვალსაა ჩანიშნული.
ყველა ვარსკლავის უქმეები სტარტს 16 თებერვალს აიღებს. უშუალოდ შეხვედრა კი 18 თებერვალს გაიმართება.