Aa
Aa

"ბოლოს იქით არ დაურტყამს" - სორენტინომ რონალდუს პენალტის მოგერიების საიდუმლო ახსნა

კრიშტიანუ რონალდუმ ვერონას "კიევოს" კარში ვერც მეორე შეხვედრაში გაიტანა და ამაში მთავარი "დამნაშავე" კვლავ მეტოქის ვეტერანი მეკარე, სტეფანო სორენტინოა. 39 წლის გოლკიპერმა კრიშტიანუს თერთმეტმეტრიანი დარტყმა აუღო.

გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში, სორენტინომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს რამდენიმე ურთულესი დარტყმა აუღო, გუშინდელ შეხვედრაში კი ჩემპიონატში მე-15 გოლი არ გაატანინა.


 

აღნიშნულთან დაკავშირებით "მფრინავი ვირების" კარის დარაჯს იტალიური პრესა დაეკითხა, მანაც ეპიზოდი შეაფასა და სპეციალური მეთოდიც დაასახელა.

"პენალტის მოგერიება? ფილიპი, რომელიც ახლა "იუვენტუსის" მეკარეების მწვრთნელია, ადრე მე მავარჯიშებდა.

ასევე, კრიშტიანუს მიერ დარტყმული ბოლო პენალტის ვიდეოს ვუყურე, რაც სეივის შესრულებაში დამეხმარა. მას ბოლო დარტყმა იმ კუთხეში არ შეუსრულებია, რომელშიც გუშინ დაარტყა, ამიტომ მეც აქეთ გადახტომა გადავწყვიტე". - განაცხადა სორენტინომ, რომელიც მარტში 40 წლის ხდება.

"კიევოსა" და "იუვენტუსის" აგვისტოში გამართული მატჩისას, რონალდუსთან შეჯახების შედეგად სორენტინომ ყელისა და ცხვირის არეში დაზიანებები მიიღო და რამდენიმე კვირა იუქმა. 

სერია A-ს ლიდერმა დუგლას კოშტას, ემრე ჯანისა და დანიელე რუგანის გოლებით, 3:0 მოუგო, 56 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. "კიევოს" მხოლოდ 8 ქულა აქვს და "ლეგა კალჩიოს" ღრმა აუტსაიდერია, გუნდი დასარჩენ ზონას 9 ქულით ჩამორჩება.

ტურინელები მომდევნო ტურში სტუმრად "ლაციოს" შეხვდებიან, ვერონელები კი საკუთარ არენაზე "ფიორენტინას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

ასევე იხილეთ - რონალდუ და მესი პელეს უდიდეს რეკორდს დამხობით ემუქრებიან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები