იგუაინის ძალიან საინტერესო განცხადება:
Aa
Aa

იგუაინის ძალიან საინტერესო განცხადება: "ეს ხომ ჩვეულებრივია"...

გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში. „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე, „სერია ა“-ს დებიუტანტ „კარპის“ უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ძალიან გაუჭირდა(1-0). შეხვედრაში ერთადერთი გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც თავის გამოჩენა 11-მეტრიანის ნიშნულიდან შეძლო. მატჩის დაასრულების შემდეგ, აღნიშნული შეხვედრა თავად არგენტინელმა ფორვარდმა შეაფასა და კომენტარი „იუვენტუსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა.

„საკმაოდ მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მეტოქე ძირითადად დაცვაში თამაშობდა და მათი მთავარი აქცენტი გოლის არ გაშვება იყო. მიუხედავად ამისა, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოვახერხეთ. ახლა კი მთავარია ასპარეზობა ამავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. მთელი კვირა გვაქვს მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად. „იუვენტუსთან“ გასამართი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. - განაცხადა გონსალო იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი 13 თებერვალს ტურინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები