ლუის ენრიკეს მატჩის შემდგომი კომენტარი
Aa
Aa

ლუის ენრიკეს მატჩის შემდგომი კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ბარსელონამ“ სტუმრად აუტსაიდერი „ლევანტე“ დაამარცხა(0-2). მიუხედავად გუნდების სტატუსისა, ვალენსიელებმა მრისხანე მეტოქეს საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნეს და ამით, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ქებაც დაიმსახურეს.

„ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა კარგად ითამაშეს. მეტოქის რიგებიდან ხოსე ლუის მორალესს გამოვყოფდი, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებდა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. არ გვინდოდა, რომ მეტოქეს წარმატებული შედეგის მიღწევის შანსი მიცემოდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ "ლევანტე" რისკავდა და ასეთ დროს ყველაფერი შესაძლებელი იყო. „ლევანტეს“ სიძლიერე მის სატურნირო მდგომარეობას ნამდვილად არ შეესაბამება. ეს კარგად ორგანიზებული გუნდია და რომელსაც საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები ჰყავს – განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები