ბასილაშვილი 2019 წლის სეზონს დოჰაში იწყებს
Aa
Aa

ბასილაშვილი 2019 წლის სეზონს დოჰაში იწყებს

მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი 250-იანი ტურნირით გახსნის.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ალბერტ რამოსი იქნება, რომელიც ესპანეთს წარმოადგენს და ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის 65-ე ადგილზეა. ბასილაშვილსა და რამოსს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე არ უთამაშიათ, ისე კი პირენეელის საყვარელი საფარი თიხაა და ის ჰარდზე სახიფათო ნაკლებადაა.

ნიკოლოზი ტურნირზე მე-5 ნომრადაა განთესილი, რამოსის ბარიერის გავლის შემთხვევაში კი რუბლიოვსა და სეპის შორის უძლიერესს შეხვდება.

დოჰაში იმყოფება მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, იგი ბადეში ბასილაშვილის მხარესაა და, შესაძლოა, ქართველთან დაპირისპირება 1/4 ფინალში მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის წინა წლის გათამაშებაში ერთი წრე დასძლია, შემდეგ კი ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები