შეთანხმება შედგა - პულიშიჩი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - პულიშიჩი "ჩელსიში" ითამაშებს

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც "დორტმუნდის" ამერიკელი გარემარბი კრისტიან პულიშიჩი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" უკვე შეუთანხმდა და 2019 წლის ზაფხულში "სტემფორდ ბრიჯდზე" გადაბარგდება.

"დორტმუნდი" პულიშიჩის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

მხარეებს შორის მოლაპრაკებები საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და როგორ იქნა დასასრულსაც მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან პულიშიჩი "დორტმუნდის" პირველ გუნდში 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე ამ მომენტისთვის 115 შეხვედრაში 15 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები