Aa
Aa

პაპუნაშვილი ბრწყინვალე გოლით დაბრუნდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურში ''სარაგოსამ'' შინ ''ექსტრემადურა'' 2:1 დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა 76-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა ''სარაგოსას'' მაისურით ლა ლიგა 2-ში მე-6 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასზე ბრწყინვალე გოლი ''დეპორტივოს'' გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, ''ალბასეტესთან'' მიღებული ტრავმის შემდეგ პაპუნაშვილმა პირველად დღეს, 22 დეკემბერს ითამაშა. მან ლა ლიგა 2-ის 11 შეხვედრა და ერთა ლიგის მატჩები გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები