Aa
Aa

"ბარსელონამ" ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

„ბარსელონამ“ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა. ესპანური Mundo-სა და Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა „ვალენსიას“ 26 წლის ცენტრალური მცველი ჯეისონ მურლიო იჯარის წესით დაიმატეს.

კოლუმბიელი უკანახაზელი სამედიცინო შემოწმებას დღეს საღამოს გაივლის და კლუბი მას ოფიციალურად წარადგენს.

მურილიოს სანაცვლოდ „ბარსა“ 2 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, რის შემდეგაც მხარეები მის მომავალს გადაწყვეტენ.

მურილიო 2015-2018 წლებში მილანის „ინტერის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა და „ნერაძურის“ მაისურით 69 მატჩიც ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

წლევანდელი სეზონის სტარტიდან ის „ღამურების“ საკუთრებაა. „ვალენსიას“ რიგებში კოლუმბიელს უკვე 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

2014 წლიდან დღემდე ჯეისონ მურილიო კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ. 26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 27 მატჩი და 1 გოლია.

„ბარსას“ მისი შეძენა უმტიტის მუხლის ქრონიკული ტრავმების გამო დასჭირდა. ფრანგ უკანახაზელს კიდევ ერთი დაზიანების შემთხვევაში ოპერაცია და 5 თვიანი უქმობა გარანტირებული აქვს. ასეთ შემთხვევაში „ბლაუგრანა“ მხოლოდ პიკე-ლენგლეს იმედად რჩება. როგორც მოგეხსენებათ, ტომას ვერმალენი მუდამ ტრავმირებულია და სეზონში სულ 5-6 შეხვედრას ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები