Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

დენვერი - ტორონტო 95 – 86

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა კოლორადოში შედგა, სადაც „დენვერმა“ „ტორონტოს“ უმასპინძლა.

„ნაგეთსმა“ სასურველი შედეგის დაფიქსირება დაცვითი კალათბურტის ხარჯზე მოახერხა. ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და მეტოქეს მხოლოდ და მხოლოდ 86 ქულა ჩააგდებინეს.

სერბი ცენტრი დიდი ხანია გუნდის უდავო ლიდერია და გამონაკლისი არც „რეპტორსთან“ მატჩი ყოფილა. იოკიჩმა აქტივში 26 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ჯამალ მარიმ გუნდს 19 ქულა შესძინა. სათადარიგო სკამიდან შემოსული მონტე მორისი კი 12 ქულით გამოირჩა.

„ტორონტოს“ 29 ქულითა და 14 მოხსნით კავაი ლეონარდმა ულიდერა. კაილ ლოურისა და პასკალ სიაკამის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში დელონ რაითი და სი ჯეი მაილს გამოვიდნენ, თუმცა ღირებული ვერაფერი გააკეთეს და ჯამში 17 ქულა დააგროვეს.

ვაშინგტონი - ლეიკერსი 128 – 110

„ვაშინგტონ უიზარდსმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია „ლეიკერსთან“ შეწყვიტა. „ჯადოქრებმა“ ლებრონის გუნდს პრობლემების გარეშე სძლიეს და წლევანდელ სეზონში მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვეს.

„უიზარდსს“ 40 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა. ბრედლი ბილმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა. ჯეფ გრინი 20 ქულით გამოირჩა, სათადარიგო სკამიდან შემოსულმა სემ დეკერმა ასევე 20 ქულა დააგროვა.

„ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო კენტავიუს კალდუელ-პოუპი გახლდათ, რომელმაც გუნდს 25 ქულა შესძინა. ლებრონმა მატჩი 13 ქულით დაასრულა, კაილ კუზმამ კი 20 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

ბრუკლინი - ატლანტა 144 – 127

კლივლენდი - ფილადელფია 105 – 128

ინდიანა - ნიუ იორკი 110 – 99

დალასი - საკრამენტო 113 – 120

ნიუ ორლეანი - მაიამი 96 – 102

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები