ბოლქვაძე პუნას ტურნირის 1/2 ფინალში დამარცხდა
20 წლის ქართველი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე ინდოეთის ქალაქ პუნაში მიმდინარე ტურნირს 1/2 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. იგი ჩინელ ლუ ძია-ძინთან 2 სეტში დამარცხდა.
მატჩი აზიელის სრული უპირატესობით წარიმართა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია, საბოლოო ანგარიში კი 6:3; 6:2 გახლავთ. ლუ გათამაშებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ბოლქვაძესთან ფავორიტადაც ითვლებოდა.
ჩინელი მოთამაშე ტურნირის ფინალში რუს ვალერია სავინიხს შეხვდება და მასთანა ულაპარაკო ფავორიტად მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 355-ე პოზიციაზე იმყოფება.