Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

იუტა - სან ანტონიო 139 – 105

გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოაციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა სოლტ ლეიკში შედგა, სადაც „იუტამ“ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ გაანადგურა.

„ჯაზმენებმა“ ყველა მეოთხედი მოიგეს და გრეგ პოპოვიჩის გუნდს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.

„იუტას“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა გადალახა. საუკეთესო 20 ქულით დონოვან მიჩელი გახლდათ. რუდი გობერმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 18 ქულა, 10 მოხსნა. „ჯაზის“ ახალწვეულმა, კაილ კორვერმა კი გუნდს 15 ქულა შესძინა.

„სპურსს“ 20 ქულით იაკობ პოელტლმა ულიდერა. ოლდრიჯი - დეროუზენის დუეტმა კი 16-16 ქულა გაიფორმა.

დალასი - პორტლენდი 111 – 102

დემიენ ლილარდის „პორტლენდი“ სტუმრად გამარჯვების მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებს. „ტრეილ ბლეიზერსმა“ გასვლაზე მიჯრით მეოთხე შეხვედრა წააგო და ამჯერად „დალასთან“ დამარცხდა.

„მავსს“ ლუკა დონჩიჩის მოსვლა ძალიან დაეტყო. წლევანდელ სეზონში გამართული 22 შეხვედრიდან მათ 100 ქულიანი ნიშნული 21-ში გადალახეს. შარშან კი იგივე შედეგის დასაფიქსირებლად 82 მატჩი დასჭირდათ.

19 წლის სლოვენიელი გუშინდელ დაპირისპირებაშიც გამოირჩა. ლუკამ 21 ქულასთან ერთად 9 მოხსნა ჩაიწერა. დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 17 მოხსნა, უესლი მეთიუზმა კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.

„პორტლენდს“ 33 ქულით ლილარდმა ულიდერა. სი ჯეი მაკკოლუმამ გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო ალ ფარუქ ამინუ 12 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ჩიკაგო 96 – 90

მაიამი - ორლანდო 90 – 105

ფინიქსი - საკრამენტო 105 - 122

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები