ხორვატიის ნაკრები დევისის თასის გამარჯვებული გახდა
Aa
Aa

ხორვატიის ნაკრები დევისის თასის გამარჯვებული გახდა

ხორვატიის მამაკაც ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასი დაისაკუთრა. ფინალის საწყისი ორი დღის შემდეგ ხორვატები 2-1-ს იგებდნენ და ტრიუმფის მისაღწევად ერთადერთი გამარჯვება სჭირდებოდათ.

გადამწყვეტი შეხვედრა ლუკ პუიესა და მარინ ჩილიჩის მატჩი გამოდგა. მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ჩოგანმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ფრანგს ბრეიკპოინტიც კი არ ჰქონია.

საბოლოოდ ჩილიჩმა სამ სეტში, 7-6, 6-3, 6-3 იმარჯვა და საკუთარ გუნდს სანუკვარი თასი მოუპოვა.

ხორვატიის ნაკრები დევისის თასის მფლობელი ისტორიაში მეორედ გახდა. პირველი ტიტული მათ 2005 წელს დაისაკუთრეს. რაც შეეხება საფრანგეთს, ისინი დევისის თასის მოქმედი გამარჯვებულები იყვნენ.

0:1 ჟერემი შარდი – ბორნა ჩორიჩი 2:6, 5:7, 4:6

0:2 ჟო-ვილფრიდ ცონგა – მარინ ჩილიჩი 3:6, 5:7, 4:6

1:2 ერბერი/მაუ – დოდიგი/პავიჩი 4:6, 4:6, 6:3, 6:7(3)

1:3 ლუკ პუიე – მარინ ჩილიჩი 6:7(3), 3:6, 3:6

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები