Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 104 - 92

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ტეხასში გაიმართა, სადაც გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ ლიდერების გარეშე დარჩენილ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა.

დრეიმონდ გრინისა და სტეფ კარის არყოფნაში „უორიორსმა“ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და უშანსოდ დამარცხდა.

ტეხასელებს ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა. „სპურსის“ მძიმე ფორვარდმა აქტივში 24 ქულა და 18 მოხსნა ჩაიწერა. დემარ დეროუზენმა გუნდს 20 ქულასთან ერთად 9 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ხოლო რუდი გეი 19 ქულით გამოირჩა.

„მეომრების“ მხრიდან 26 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ. კლეი ტომპსონმა მატჩი 25 ქულით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ქუინ კუკმა კი გუნდს 16 ქულა შემატა.

მაიამი - ლეიკერსი 97 – 113

"ლეიკერსის" მაისურით ლებრონ ჯეიმსის ფლორიდაში დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა.  ლოს-ანჯელესელებმა ტრავმებით გაწამებული „მაიამი“ იოლად დაამარცხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ჰიტთან“ შეხვედრა „მეფის“ ბენეფისად იქცა. ლებრონმა გუნდს 51 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ჯეიმსის გარდა 19 ქულით კენტავიუს კალდუელ პოუპი გამოირჩა. კაილ კუზმამ კი 15 ქულა მიითვალა.

„მაიამის“ რიგებში 19 ქულით საუკეთესო უეინ ელინგტონი გახლდათ. ტაილერ ჯონსონმა გუნდს 17 ქულა მოუპოვა, ხოლო როდნი მაკგრუდერი 14 ქულით გამოირჩა.

სხვა მატჩების შედეგები

მინესოტა - მემფისი 87 – 100

ორლანდო - ნიუ იორკი 131 – 117

ვაშინგტონი - პორტლენდი 109 – 119

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები