ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი
„პორლტენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ გამართული მატჩი ლებრონ ჯეიმსისთვის ისტორიული გამოდგა. „მეფემ“ კარიერის მანძილზე დაგროვებული ქულების რაოდენობით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადააასწრო.
„ლეიკერსის“ კალათბურთელი ახლა მხოლოდ კარიმ აბდულ ჯაბარს, კარლ მელოუნს, კობი ბრაიანტს და მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება. ლებრონის ანგარიშზე 31 425 ქულაა და დიდი ალბათობით საუკეთესო ოთხეულში წლევანდელ სეზონშივე შევა.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა „ლეიკერსის“ გამარჯვებით დასრულდა. ჯეიმსის წინამძღოლობით ლოს-ანჯელესურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქეს 126-117 სძლია.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „მეფე“ დაასახელეს. ლებრონმა აქტივში 44 ქულა 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
„ლეიკერსისთვის“ ეს გამარჯვება მიჯრით მეოთხე აღმოჩნდა. ჯეიმსი და კომპანია 8 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილს იკავებს.