უახლესი სატრანსფერო
Aa
Aa

უახლესი სატრანსფერო "ჰედლაინები"

ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდი სანდრო რამირესი ინგლისური "ნიუკასლის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. - The Guardian.

რუსული "ზენიტის" არგენტინელი მცველის ეზეკიელ გარაის სამსახურით "ვალენსიაა" დაინტერესებული. - Deporte Valenciano.

"პსჟ" მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის 90 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს. - L'Equipe.

"შალკეს" მწვრთნელი ანდრე ბრაიტენრაიტერი აცხადებს, რომ მისი შეგირდის, 20 წლის ლეროი სანეს გადაბირება "რეალსა" და "ბარსელონას" სურთ. - marca.

არგენტინელი მაურო სარატე "ვესტ ჰემიდან" "ფიორენტინაში" 1.6 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. - skysports.

ბრაზილიელი ფორვარდის ალეშანდრე პატოს აგენტის თქმით, ფეხბურთელის გადაბირების კარგი შანსი ინგლისურ "ლივერპულს" აქვს. - Daily Express.

"კრისტალ პალასი" "ტოტენჰემიდან" დათხოვნილ ფორვარდს, 31 წლის ემანუელ ადებაიორს 6 თვიან კონტრაქტს სთავაზობს. - The Guardian.

"ჩელსი" და "ლივერპული" ერთმანეთს დონეცკის "შახტარის" შემტევს, ალექს ტეიშეირას ეცილებიან. - Daily Mirror.

მანჩესტერ "სიტის" ამჟამინდელი დამრიგებელი მანუელ პელეგრინი სეზონის ბოლოს შესაძლოა რუსულ "ზენიტს" ჩაუდგეს სათავეში. - Daily Star.

სტეფან ელ შაარავის "რომაში" იჯარით გადასვლა გადაწყვეტილია! - sky italia.

"ფიორენტინას" ფორვარდი ჯუზეპე როსი იჯარის წესით ესპანურ "ლევანტეში" გადავიდა. - football-italia.

"ბარსელონას" ყოფილი შემტევი კრისტიან ტელო "პორტუდან" "ფიორენტინაში" გადავიდა. - football-italia.

"ვალენსიას", "მონპელიეს, მოსკოვის "სპარტაკისა" და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელი 31 წლის ტინო კოშტა სეზონის ბოლომდე იჯარით "ფიორენტინაში გადავიდა. სეზონის ბოლოს ფლორენციელებს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ. - football-italia.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები