დასანანი მარცხი ანდერსონთან - ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა
Aa
Aa

დასანანი მარცხი ანდერსონთან - ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იან ტურნირის პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდა და 3 სეტში წააგო.

მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა ქართველთან პირველი სეტი 4:6 დათმო, რასაც მეორე პარტიის დაძაბული ტაიბრეიკი და სამხრეთ აფრიკელის წარმატება მოჰყვა, მე-3 სეტში კი ანდერსონმა 2 ბრეიკით, 6:3 იმარჯვა - 4:6; 7:6; 6:3.

ნიკოლოზმა ვენის ტურნირზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა, ანდერსონი კი 1/8 ფინალში ვეტერან მასპინძელ იურგენ მელცერს შეხვდება.

ბასილაშვილმა დაანონსა, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. იგი პარიზის მასტერსზე იასპარეზებს, რომელიც 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები