Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მიმოხილვა

ლეიკერსი - სან ანტონიო 142 - 143

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცენტრალური მატჩი ლოს-ანჯელესში შედგა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ „სან ანტონიოს“ უმასპინძლეს და ოვერტაიმში მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

„ლეიკერსი“ მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში ჩამორჩებოდა, თუმცა ჯეიმსის სამიანის წყალობით შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა.

ოვერტაიმი ლოს-ანჯელესელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ „სპურსმა“ ბოლომდე იბრძოლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.

ტეხასელთა რიგებში 37 ქულითა და 10 მოხსნით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. დემარ დეროუზენმა ორმაგი დუბლი მიითვალა და აქტივში 32 ქულა და 14 გადაცემა ჩაიწერა. რუდი გეიმ გუნდს 16 ქულა შესძინა. გადამწყვეტი ორქულიანი კი პეტი მილსის ანგარიშზეა.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო კაილ კუზმა გახლდათ. 23 წლის მსროლელმა მცველმა გუნდს 37 ქულა მოუტანა. „მეფემ“ დაპირისპირება 32 ქულით, 14 გადაცემით და 8 მოხსნით დაასრულა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯოშ ჰარტმა 20 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა.

გოლდენ სტეიტი - ფენიქსი 123 – 103

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „მეომრებმა“ შინ „ფენიქსს“ უმასპინძლეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

„უორიორსის“ რიგებში საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ. „ოქროს ბიჭუნამ“ 29 ქულა მოაგროვა და კალათში 6 სამქულიანი მოათავსა. კევინ დურანტმა გუნდს 22 ქულა შესძინა. კლეი ტომპსონი კი 16 ქულით გამოირჩა.

„ფენიქსს“ 28 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. დეანდრე ეიტონმა აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 20 ქულა, 14 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ტი ჯეი უორენმა გუნდს 27 ქულა შესძინა.

პორტლენდი - ვაშინგტონი 124 - 125

„ვაშინგტონმა“ წარუმატებელი სვლა შეწყვიტა. ჯონ უოლმა და კომპანიამ სტუმრად „პორტლენდს“ ოვერტაიმში სძლიეს.

„უიზარდსის“ რიგებში 28 ქულით მარკიფ მორისი გამოირჩა. ჯო უოლისა და ბრედლი ბილის დუეტმა ჯამში 41 ქულა მიითვალა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კელი უბრე ჯუნიორმა კი შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

„ტრეილ ბლეიზერსს“ 29 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. იუსუფ ნურკიჩმი აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 22 ქულა, 18 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ალ ფარუქ ამინუმ - 16 ქულა, 15 მოხსნა.

სხვა მატჩების შედეგები

ბოსტონი - ორლანდო 90 – 93

ტორონტო - შარლოტა 127 – 106

მილუოკი - ნიუ იორკი 124 – 113

მინესოტა - ინდიანა 101 – 91

დალასი - ჩიკაგო 115 -109

იუტა - მემფისი 84 – 92

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები