ყენიას დებიუტი სევილიაში შედგა - ''ბეტისის'' დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

ყენიას დებიუტი სევილიაში შედგა - ''ბეტისის'' დამაჯერებელი გამარჯვება

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის ლევან ყენიას დებიუტი შედგა. ''ბეტისმა'' სევილიაში 3:0 დაამარცხა ლუქსემბურგის ''დუდელანჟი.''

მასპინძლებმა ანგარიში 56-ე წუთზე სანაბრიას გოლით გახსნეს.

დინო ტოპმიოლერმა გერმანული ''შალკეს'' ყოფილი ფეხბურთელი 76-ე წუთზე თამაშში ჩართო.

მე-80 წუთზე ლევან ყენია დრიბლინგის განვითარებას ცდილობდა, თუმცა ბურთი აართვეს და ''ბეტისის'' სწრაფი კონტრშეტევა ჯოვანი ლო ჩელსოს გოლით დასრულდა.

88-ე წუთზე კრისტიან ტელიომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პირველ ტურში ''დუდელანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა იტალიურ ''მილანთან.'' F ჯგუფში ''მილანი'' 6 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ''ბეტისი'' 4 ქულით იკავებს. პირეოსის ''ოლიმპიაკოსის'' ანგარიშზე 1 ქულაა, ხოლო ''დუდელანჟი'' ჯგუფის აუტსაიდერია.

''ბეტისის'' ბრაზილიელი ცენტრალური მცველი სიდნეი და ლევან ყენია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები