ჭანტურიშვილის მარცხი სტამბოლში - უეფამ სლოვაკური კლუბი დასაჯა
Aa
Aa

ჭანტურიშვილის მარცხი სტამბოლში - უეფამ სლოვაკური კლუბი დასაჯა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტამბოლის ''ფენერბახჩემ'' შინ, ''შუქრუ სარაჩოღლუზე'' 2:0 დაამარცხა ტრნავას ''სპარტაკი.'' თურქულმა კლუბმა ალჟირელი ისლამ სლიმანის დუბლით პირველი 3 ქულა მოიპოვა.

პირველ ტაიმში ''სპარტაკის'' ქართველმა შემტევმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა კარისკენ სახიფათოდ დაარტყა. მისი მცდელობისას ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. სტუმართაგან სწორედ ჭანტურიშვილმა შექმნა ერთადერთი სახიფათო მომენტი.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ის თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, მისი პასების 70 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა.

ისლამ სლიმანი და ვახტანგ ჭანტურიშვილი

''სპარტაკის'' სამატჩო განაცხადში ქართველი ფორვარდი დავით სხირტლაძე არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ''სპარტაკმა'' შინ 1:0 დაამარცხა ბრიუსელის ''ანდერლეხტი.'' ორი ტურის შემდეგ D ჯგუფს ზაგრების ''დინამო'' 6 ქულით ლიდერობს, ''ფენერისა'' და ''სპარტაკის'' ანგარიშზე 3 ქულაა, ხოლო ''ანდერლეხტი'' 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

პირველ ტურში ''სპარტაკისა'' და ''ანდერლეხტის'' შეხვედრაში სლოვაკური კლუბის ქომაგთა რასისტული ქმედებებისა და შეძახილების გამო უეფამ ''სპარტაკი'' დასაჯა. მესამე ტურში, 25 ოქტომბერს  ''სპარტაკისა'' და ზაგრების ''დინამოს'' შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები