Aa
Aa

"ბარსელონა" პოგბას შეძენას პრიორიტეტად მიიჩნევს - მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია

"ბარსელონას" პოგბასთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს. კატალონიელები ფრანგი შუახაზელის დამატებაზე კვლავ ფიქრობენ.

Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა წერს, რომ "ბლაუგრანა" წლევანდელ სეზონში "იუნაიტედის" ყველა მატჩზე თავის სკაუტს მიავლენს, რათა პოგბას ასპარეზობას კარგად დააკვირდნენ.

ზოგადად სკაუტების მივლენა ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა ასეთი რამ უდაოდ უცხოა. სეზონში ყველა მატჩზე პირადი სკაუტის მივლენა იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" ფრანგის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.

იგეგმება, რომ "ბარსელონა" პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს გადაიხდის, თუმცა კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ამ ნაბიჯის გადადგმამდე ღრმა დაკვირვებას განახორციელებს და გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებს.

გამოცემა წერს, რომ კატალონიელებმა თავიანთი დამკვირვებელი "იანგ ბოიზთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზეც მიავლინეს, რომელშიც პოგბამ დუბლი გაიფორმა და პლუს საგოლე გადაცემაც შეასრულა.

"ბარსას" მთავარი სამიზნე 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სწორედ პოგბა იქნება და კლუბმა იცის, რომ ფრანგს ესპანეთში თამაში აქვს გადაწუვეტილი.

გუნდის ხელმძღვანელები თადარიგს ამთავითვე იჭერენ და როგორც ხედავთ საკმაოდ სერიოზული გეგმაც აქვთ შემუშავებული.

ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის "ბარსელონაში" ტრანსფერის ყველაზე დიდი მომხრე ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელმაც თავისი ნაბიჯებით ამ ყველაფერს სათავე დაუდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები