Aa Aa
4 იანვარი 2016  |  15:56

“ნაპოლი” დედეთი დაინტერესდა

იტალიური “ნაპოლის” შემადგენლობაში ერთმა ბრაზილიელმა, შესაძლოა მეორე შეცვალოს: საუბარია ენრიკეს შესაძლო წასვლაზე, რომლის ნაცვლადაც “კრუზეიროს” მცველ დედეს შეძენა იგეგმება.

27 წლის დედეს მომავალს ცოტა ხნის წინ “პალმეირასს” უკავშირებდნენ. მაშინ “კრუზეიროს” ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადებით უარყო მსგავსი შეთავაზების მიღება, მაგრამ ახლა შესაძლოა მცველი მაინც დაკარგოს.

Calciomercato-ს ცნობით, “ნაპოლი” ენრიკეს შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს. დედეს გარდა კანდიდატთა შორის არიან ნიკოლას მაქსიმოვიჩი “ტორინოდან” და ფედერიკო ბარბა “ემპოლიდან”.

აღსანიშნავია, რომ დედეს 2014 წლის ნოემბრიდან აღარ უთამაშია. მაშინ მან “სანტოსთან” მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა და 2015 წელი სრულად გაუცდა. თუმცა, მკურნალობის პროცესი უკვე დაასრულა და უახლოეს დღეებში ვარჯიში უნდა განაახლოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში