Aa
Aa

"ეს ჩემი გოლების სამეულშიც არ შედის" - კუალიარელა გუშინდელ სუპერგოლზე

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში ფაბიო კუალიარელამ „ნაპოლის“ ულამაზესი გოლი გაუტანა და საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

ქარიზმატულ იტალიელს არაერთი ბრწყინვალე ბურთი გაუტანია და მიიჩნევს, რომ ეს გოლი მის საუკეთესო სამეულშიც არ შედის.

როცა დავინახე, რომ ჩაწოდება ჩემკენ მოდიოდა, ყველაფრის გადასაწყვეტად მხოლოდ 1 წამი მქონდა.

ვიფიქრე, რომ თუკი ჩვეულებრივად, ტერფით დავარტყამდი, ბურთს კარში ვერ მოვახვედრებდი, ამიტომ ქუსლით დარტყმა გადამწყვიტე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და ასეც მოხდა.

ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლი არაა, მეტიც, სამეულშიც არ შედის. მოედნის ცენტრიდან 2-ჯერ გავიტანე, ამიტომ, საუკეთესო მათგან უნდა ავარჩიოთ.

შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, თუმცა „ნაპოლის“ გამო ვწუხვარ. მათ იციან, რომ ჩემი სახით ერთგული ტიფოზი ჰყავთ“. - თქვა კუალიარელამ.

 

„სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის, მარკო ჯამპაოლოს განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუს რომ ასეთი გოლი გაეტანა, ყველა ამაზე ილაპარაკებდა, მისი გუნდის კაპიტანს კი სათანადოდ არ აფასებენ.

ფაბიო კუალიარელა ნეაპოლის რეგიონის ერთ-ერთ პატარა მხარეშია დაბადებული და კლუბის მაისურით 2009-2010 წლებში თამაშობდა.

35 წლის ფორვარდს კარიერის საუკეთესო სეზონი გასულ წელს ჰქონდა, როცა სერია A-ს ეგიდით, მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები