რუმენიგე რონალდუზე:
Aa
Aa

რუმენიგე რონალდუზე: "ბაიერნი 33 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხას არასდროს გადაიხდის"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერი“ 33 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხას არ გადაიხდის.

„რონალდუს ტრანსფერმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. მესმის, მან „რეალთან“ ერთად ბოლო წლებში ყველაფრის მოგება შეძლო.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მიუხედავად ყველაფრისა „ბაიერნი“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა თანხას არასდროს გადაიხდის.

სერია A-ს პორტუგალიელის ტრანსფერი წაადგება. იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ისინი მსოფლიოს ყურადღებას კვლავ მიიპყრობენ“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუს სანაცვლოდ „რეალს“ 105 მილიონი ევრო გადაუხადა და რონალდუ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ასაკოვანი მოთამაშე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები