რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ"

ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. "ალიანც სთედიუმზე" გამართული პრესკონფერენციისას, პორტუგალიელმა „ვეკია სინიორაზე“, ახალ გამოწვევებსა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა.

საღამო მშვიდობისა. ჩემი აზრით, "იუვე" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და აქ გადმოსვლა მისმა სიძლიერემ გადამაწყვეტინა. ტურინში ჩამოსვლაზე დიდხანს ვფიქრობდი, ჩემი მეგობრები და კოლეგები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარიერა სწორედ ასეთ კლუბში უნდა დამესრულებინა. გადაწყვეტილების მიღება გუნდის სიდიადემ გამიადვილა. "იუვე" იტალიის საუკეთესო გუნდია, რომელსაც საინტერესო პერსონალი და მთავარი მწვრთნელი ჰყავს".

მირჩევნია, საკუთარ თავზე მოცემული მომენტიდან გამომდინარე ვისაუბრო, აწმყო კი ასეთია: ფეხბურთით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. გამოწვევებთან გამკლავება ყოველთვის მსიამოვნებდა, "სპორტინგიდან" "მანჩესტერში", შემდეგ "რეალში" და ბოლოს "იუვენტუსში" წავედი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ საოცნებო კარიერა მქონდა. ასეთი წარმატების შესახებ ფეხბურთის თამაშის დაწყებისას ვერც ვიოცნებებდი.

არც ის მეგონა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ამდენ ტიტულს მოვიგებდი. გამოწვევები ჩემი ცხოვრების ნაწილია და დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი არც იტალია იქნება“. - განაცხადა კრიშტიანუმ.

"იუვენტუსს“ რონალდუს ტრანსფერი 105 მილიონი ევრო დაუდჯა. სამაგიეროდ, კლუბის აქციების ფასმა ბოლო დღეებში 30%-ით მოიმატა. Instagram-ზე კი ტურინელებს მიმდევართა 11%-ანი ზრდა აქვთ. უკანასკნელ კვირაში „ბებერ ქალბატონს“ 1,1 მილიონი მიმდევარი შეემატა, რაც, რა თქმა უნდა, რონალდუს დამსახურებაა.

ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ 33 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, მის ანგარიშზე ყოველწლიურად 30 მილიონი ევრო ჩაირიცხება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები