''ძლიერ გუნდთან დავმარცხდით'' - ხორვატის წარუმატებელი დებიუტი
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის ''ტორპედომ'' 2:1 დაამარცხა ტირასპოლის ''შერიფი.'' მატჩის შემდეგ მოლდოვური გუნდის ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა გორან საბლიჩმა პრესკონფერენცია გამართა.
გორან საბლიჩის ხელმძღვანელობით მოლდოვის ჩემპიონმა პირველი მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა.
გორან საბლიჩი: ''საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა ინდივიდუალური შეცდომების გამო დავმარცხდით. სწორედ ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით ორივე გოლი. იმედგაცრუებული ვარ.
მოხარული ვარ, მეორე ტაიმში ჩემი გუნდი აქტიურობდა, თუმცა უნდა ვიმუშავოთ საკუთარ თავზე და იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ''ტორპედო'' ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც შეტევაში გადასვლა კარგად გამოსდის, რაც დღეს ნათლად გამოჩნდა.
''ტორპედო'' ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი ახალწვეული ჰყავს.
ჩვენ დავუშვით ინდივიდუალური შეცდომები და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი.''
საპასუხო მატჩი 18 ივლისს ტირასპოლში გაიმართება.