შვედეთისა და ინგლისის მატჩამდე ბექჰემმა და იბრაჰიმოვიჩმა სანაძლეო დადეს
Aa
Aa

შვედეთისა და ინგლისის მატჩამდე ბექჰემმა და იბრაჰიმოვიჩმა სანაძლეო დადეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და დევიდ ბექჰემმა შვედეთისა და ინგლისის მატჩთან დაკავშირებით სანაძლეო დადეს.

იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მიმდინარე წელს ბექჰემის ყოფილ გუნდ ''გელექსის'' შეუერთდა, MLS-ში შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელია.

Instagram-ზე შვედმა დევიდ ბექჰემის მისამართით დაწერა: ''თუ ინგლისი გაიმარჯვებს, სადაც მოისურვებ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადილით გაგიმასპინძლდები,  მაგრამ თუ შვედეთი მოიგებს, "IKEA"-ში რაც მომინდება იმას მიყიდი, თანახმა ხარ?

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შვედს უპასუხა: ''თუ შვედეთი მოიგებს "IKEA"-ში(შვედური ავეჯის კომპანია) ყველაფერს გიყიდი, რაც ლოს-ანჯელესში ახალი სასახლისთვის დაგჭირდება, მაგრამ თუ ინგლისმა გაიმარჯვა,, მინდა აქ ჩამოხვიდე, ''უემბლიზე'' ნაკრების შეხვედრას ინგლისის ფორმით დაესწრო და შესვენებაზე თევზით და ჩიფსებით ისიამოვნო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები