ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ბარსელონასი" არავის ეშინია"

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრაზე Corriere dello Sport-თან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო შეფასება გააკეთა.

"რა თქმა უნდა "რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" ფავორიტები არიან, მაგრამ არც "იუვენტუსისა" და "რომას" ჩამოწერა შეიძლება. შანსი მათაც აქვთ.

რომაელებმა ამ სტადიამდე მისვლით, უკვე საოცარი შედეგი აჩვენეს. მათ ჯგუფში მნიSვნელოვანი მატჩები მოიგეს და თავიანთი ძალა ყველას დაანახეს.

როგორ უნდა გახვიდე "ბარსელონასთან" მოედანზე სათამაშოდ? როდესაც ისინი ყველაფერს აკონტროლებენ და თან მესი ჰყავთ? მე ასე ვიტყვი - არ არის საჭირო, რომ საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენო. ჩემპიონთა ლიგას კარგად ვიცნობ და ასეთი რამის თქმა აუცილებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უძლიერეს გუნდთან გიწევს დაპირისპირება.

"რომას" ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს: ჯეკო, ნაინგოლანი, მანოლასი, ალისონი და სხვები. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ბარსელონასი" არავის ეშინია. რომაელებს მათთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ და ეს ზუსტად "სტადიო ოლიმპიკოზე" უნდა მოხდეს. ეს, ამისთვის იდელაური ადგილია".

საინტერესოა, რომ ანჩელოტის თავის ყოფილ გუნდზე "ბაიერნზე" საერთოდ არაფერი უთქვამს. რამდენიმე ევროპულმა ვებ გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიელმა სპეცილიასტმა მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში უშანსოდ მიიჩნია.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს პირველი დაპირისპირება "კამპ ნოუზე" შედგება, ხოლო განმეორებითს 10 აპრილს რომის "სტადიო ოლიმპიკო" უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები