ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული დღე ვიხილეთ. გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე მატჩში თერთმეტმეტრიანები დაინიშნა. რიგით პირველ პენალტების სერიაში რუსეთის ნაკრებმა იმარჯვა, ხოლო ხორვატია-დანიის დაპირისპირებაში შემდეგ ეტაპზე ბალკანელები გავიდნენ.
გახარებული შმეიხელი
გუშინ ხორვატია-დანიის დაპირისპირება ნამდვილი საფეხბურთო შედევრი გამოდგა. მატჩი დაძაბულობით გამოირჩა და თერთმეტმეტრიანების სერიაში ხორვატიის გამარჯვებით დასრულდა. ხორვატებს ნერვიულობის თავიდან არიდება შეეძლოთ, თუმცა ლუკა მოდრიჩმა 116-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ლუკას დარტყმული პენალტი შმეიხელმა მოიგერია, ამ უკანასკნელის მამა და ლეგენდარული ფეხბურთელი, პიტერი ტრიბუნებზე იჯდა და შვილის მოგერიებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ უბედნიერესი იყო.





საოცარი სტარტი
ხორვატია- დანიის დაპირისპირებაში ანგარიში იორგენსენმა პირველ წუთზე გახსნა, თუმცა მანძუკიჩმა მალევე გაათანაბრა. 2014 წლის, არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ, ხორვატია დანიის შეხვედრა პირველია, სადაც ორივე გუნდმა მეტოქის კარის აღება საწყის ოთხ წუთში მოახერხა.
4 - Croatia v Denmark is only the second match in World Cup history to see both teams score inside four minutes, after Argentina v Nigeria in June 2014. Quickfire. #CRODEN #CRO #WorldCup pic.twitter.com/j2gsNmnSjZ
— OptaJoe (@OptaJoe) July 1, 2018
მოსაწყენი 116 წუთი
ხორვატია-დანიის მატჩი საოცრად დაიწყო, თუმცა გუნდებმა ტემპი მალევე დააგდეს და შეხვედრა მოსაწყენი საყურებელი გახდა. მატჩი იმდენად ნელი იყო, რომ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტელეფონის თამაში დაიწყო.
ესპანეთი მუნდიალის მასპინძელს ვერასდროს ამარცხებდა
„ფურია როხა“ საკმაოდ დიდი ხანია ტურნირის მასპინძელ ნაკრებს ვერ ამარცხებს. ესპანელებმა 1934 წელს იტალიასთან ორჯერ, 1950-ში ბრაზილიასთან და 2002-ში კორეასთან წააგეს. ამ შეხვედრებს გუშინდელი მატჩი მიემატა, სადაც ტურნირის მასპინძელთან ესპანეთი ზედიზედ პენალტების სერიაში ზედიზედ მეორე დამარცხდა.
ხორდი ალბას უიღბლო დღე
რუსეთთან მატჩი ხორდი ალბასთვის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ესპანეთის ნაკრების განაპირა მცველი შეტევაში აქტიურად ერთვებოდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა არ გამოსდიოდა. ერთ-ერთ მომენტში, ორთაბრძოლის შემდეგ, ალბა მინდორზე იჯდა და მსაჯის გადაწყვეტილებას ელოდა, როდესაც რუსმა ფეხბურთელმა მას ბურთი თავში გაარტყა.
ეროხინმა ისტორია დაწერა
რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი, ალექსანდრ ეროხინი, მუნდიალის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედანზე მეოთხე ცვლილების განხორციელების შემდეგ შემოვიდა. ეროხინმა დამატებით დროში დალერ კუზიაევი შეცვალა.
ჩერჩესოვს გამბედაობა არ ეყო
რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა არტიომ ძიუბას პენალტის ნახვა ვერ გაბედა და თერთმეტრიანის შესრულებისას შეტრიალდა. 54 წლის სპეციალისტმა მოედნისკენ მხოლოდ ტრიბუნების ყიჟინის შემდეგ გაიხედა.
იგნაშევიჩმა ისტორია დაწერა...მაგრამ....
სერგეი იგნაშევიჩი მუნდიალის ისტორიაში შევიდა. რუსეთის ნაკრების მცველი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ავტოგოლის გატანა მოახერხა. სერგეიმ ბურთი საკუთარ კარში 38 წლის და 352 დღის ასაკში ჩაჭრა.
რუსეთის ავტოგოლების ტრადიცია გრძელდება
იგნაშევიჩის შეცდომას წლევანდელ მუნდიალზე რუსეთის მეორე ავტოგოლი მოჰყვა. ტურნირის მასპინძელი, 1966 წლის ბულგარეთის შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც საკუთარ კარში ერთზე მეტი გოლი გაიტანა,













