ინიესტა:
Aa
Aa

ინიესტა: "დასასრული ხანდახან ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდი"

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოაცხადა. მან ამის შესახებ, რუსეთთან მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"ესპანეთის ნაკრებში ბოლო შეხვედრა ჩავატარე. გასაოცარი თავგადასავალი დასრულდა. ბოლო ნაწილი ხანდახან ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდი". - აღნიშნა 34 წლის ლეგენდამ.

ინიესტას წასვლას ესპანეთის ნაკრების პრესსამსახური გამოეხმაურა, რომლის განცხადებაშიც წერია: "ჩვენ მხოლოდ მადლობის გადახდა შეგვიძლია. შენ ტრიუმფის მიღწევაში დაგვეხმარე და მწვერვალზე აგვიყვანე. სამაგალითო, უნიკალური და განუმეორებელი მეგობარი! გმადლობ, ანდრეს"!. 

ანდრეს ინიესტა ესპანეთის ნაკრების ფორმით 2006 წლიდან თამაშობდა და მისი ღირსება 131 შეხვედრაში დაიცვა.

მან "ფურია როხასთან" ერთად 2-ჯერ ევროპისა და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო, თანაც 2010 წლის მუნდიალის ფინალის დამატებით დროში, გადამწყვეტი გოლი თავად გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ "ბარსელონა" 22 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა და საფეხბურთო კარიერა იაპონიაში, კერძოდ, "ვისელ კობეში" გააგრძელა, რომელთანაც 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები