„ისტორია დასასრულს მიუახლოვდა
Aa
Aa

„ისტორია დასასრულს მიუახლოვდა" - ვინ მიდის და ვინ რჩება? მასკერანო, მესი, აგუერო და სხვები

საფრანგეთსა და არგენტინას შორის ყაზანში გამართული საოცარი მერვედფინალის შემდეგ „ალბისელესტეს“ მწვრთნელმა ფეხბურთელებმა მატჩისშემდგომი კომენტარები გააკეთეს და ცნობილი გახდა, რომ მასკერანო და ბილია სანაკრებო კარიერას ასრულებენ, აგუერო კი რჩება.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით წასვლას არც ხორხე სამპაოლი გეგმავს...

34 წლის „ელ ხეფესიტო“ ქომაგებს დაემშვიდობა და განაცხადა, რომ ის დღეიდან ქომაგთა რიგებში გადაინაცვლებს.

ხავიერ მასკერანო: „ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. საფინალო სასტვენამდე ჩვენ ყველაფერი გავიღეთ.

მე, ამიერიდან არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ქომაგი ვიქნები. იმედი მაქვს ეს ბავშვები მომავალში რამეს მიაღწევენ“.

ხორხე სამპაოლი: „წასვლის შესახებ ახლა არ ვფიქრობ. ცხელ გონებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებ. ეს მარცხი მე გამაძლიერებს და გამოცდილებას შემმატებს“.

სერხიო აგუერო: „ეს მარცხი ჩემთვის ძალიან მძიმეა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავიღეთ და ახლა წინ უნდა გავიხედოთ.

მეტოქე ძალიან რთული იყო, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.

თუ, ნაკრებს კვლავ დავჭირდები მე მზად ვარ ვითამაშო, თუმცა ნათელია, რომ ადგილის დამკვიდრება ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს“.

აგუერომ სამპაოლისთან ინციდენტზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: „თავს ყველანი ცუდად ვგრძნობთ, განსაკუთრებით მესი, რომელიც ნაკრების მაისურის მორგებისთანავე უდიდესი წნეხის ქვეშ ექცევა.

როდესაც ასე აგებ, ამ შემთხვევაში ბევრი არაფერია სათქმელი. უბრალოდ იმ ხალხზე უნდა იფიქრო, რომლებიც აქ შენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ“.

რაც შეეხება ლეო მესის, „ლა პულგას“ მატჩის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია და ამ დრომდე მისი სანაკრებო კარიერის მომავალთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველას აინტერესებს, თუ რას გადაწყვეტს მესი - დაასრულებს სანაკრებო კარიერას, თუ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გადაწყვეტს.

მაისში ერთ-ერთი არგენტინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა და ასეთი რამ თქვა:

როდესაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განვაცხადე, იმ ხალხს ვინც თავისი ოცნებისთვის იბრძვის, ცუდი მაგალითი მივეცი.

რისი მიღწევაც გვსურს, ამისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

რუსეთის მუნდიალი რომც ვერ მოვიგოთ სანაკრებო კარიერას მაინც არ დავასრულებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები