ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. იაპონიამ მერვედფინალის საგზური ნაკლები ყვითელი ბარათის შედეგად მოიპოვა. ტუნისმა პანამა 2-1 დაამარცხა, ხოლო ბელგიამ იანუზაის საოცარი გოლის წყალობით ინგლისს მოუგო და გაცილებით რთულ ბადეში მოხვდა. „წითელი ეშმაკები“ პირველ შეხვედრას იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ, "სამი ლომი" კი კოლუმბიას დაუპირისპირდება.
ბაჩუაის „აღნიშვნა“
იანუზაის გოლის შემდეგ ბაჩუაის აღნიშვნა შესაძლოა მაყურებელთა რაღაც ნაწილს გამორჩა, მაგრამ ტრიბუნებზე მყოფმა 35000-მა გულშემატკივარმა ყველაფერი მშვენივრად დაინახა. მიჩიმ იანუზაის გოლის შემდეგ ბურთი აიღო და კარისკენ დაარტყა, „დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ბურთი ძელს გაარტყა და ასხლეტის შედეგად პირდაპირ თავში მოხვდა. ბელგიელი საკუთარ წარუმატებლობას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „აჰაჰა, იმ მომენტშივე ვიცოდი რომ ჩემი საქმე ცუდად იყო, რატომ ვარ ასეთი სულელი“.
„ტოტენჰემური“ სიყვარული
ბელგია-ინგლისის დაპირისპირებისას მოედანზე საკმაოდ ბევრი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ვიხილეთ. შესვენებაზე კი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები, ჰარი კეინი, კიერან ტრიპიერი, დელე ალი, იან ვერტონგენი და ტობი ალდერვეირელდი მეგობრულად საუბრობდნენ.
მთელი ინგლისის ყვითელ ბარათებს ითვლიდა
ბელგიისა და ინგლისის ნაკრების მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო ჯგუფის გამარჯვებული მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობით გამოვლინდებოდა. პირველ ადგილზე გასვლა არცერთი გუნდის გულშემატკვირებს სურდათ, რადგან გამარჯვებული ნაკრები, პორტუგალია, საფრანგეთი, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკის ბადეში ხვდებოდა. ქომაგებთან ერთად ყვითლების რაოდენობას ინგლისის ნაკრების „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდიც ითვლიდა.
ინგლისმა და ბელგიამ ისტორია დაწერეს
ინგლისისა და ბელგიის მატჩში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა. ნაკრებების მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში ჯამში 17! ცვლილება შეიტანეს.
გარეტ საუთგეითმა ძირითადის 8 ფეხბურთელი, ხოლო რობერტო მარტინესმა 9 მოთამაშე შეცვალა.
ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა „ლომები“
გარეტ საუთგეიტის 8 ცვლილების შედეგად მოედანზე მყოფი ინგლისელი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25 წელი და 251 დღე იყო. ამ მაჩვენებლით ბელგიის წინააღმდეგ გამოსული გუნდი „სამი ლომის“ მუნდიალზე ასპარეზობის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კოლექტივი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისის ნაკრები 2002 წელს, შვედეთის წინააღმდეგ ვიხილეთ.
რეკორდების დამხობა გრძელდება
მუნდიალის ისტორიაში პირველად ოცდათორმეტივე ნაკრებმა მინიმუმ ორი გოლის გატანა მოახერხა. რეკორდი პანამის ნაკრების მიერ 32-ე წუთზე შეგდებული ბურთის შემდეგ გაოფიციალურდა.
ფილ ნევილმა საკუთარ ძმას ჩაცმულობა დაუწუნა
გარი ნევილი ჩაცმულობის თაობაზე კრიტიკას ხშირად ჯეიმი კარაგერისგან იღებს, თუმცა ამჯერად „მანჩესტერის“ ლეგენდას პერანგი საკუთარმა ძმამაც დაუწუნა. ფილ ნევილი გარის ჩაცმულობას „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა, სადაც ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გარი ეგ საზიზღრობა გაიხადე, ძველად ასეთ რაღაცას არ ჩაიცვამდი“.
პოლონეთმა 32 წლიანი სერია დაასრულა
პოლონეთმა H ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, იაპონიის წინააღმდეგ, კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რაც უდავოდ შთამბეჭდავი მიღწევაა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პოლონეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მსგავსი რამ 1986 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. ბოლოს პოლონელმა გოლკიპერმა გაშვებული გოლის გარეშე მატჩი 1986 წლის მუნდიალზე, პორტუგალიის წინააღმდეგ დაასრულა. ამ მომენტიდან პოლონეთმა 10 შეხვედრაში 23 გოლი მიიღო.
საოცარი გულშემატკივრობა
როდესაც შენი გუნდი გადამწყვეტ მატჩს თამაშობს, როგორც გულშემატკივარი მის გასამხნევებლად ყველაფერს აკეთებ. გუშინ საკუთარ ნაკრებებს გულშემატკივრებმა საოცრად უქომაგეს თუმცა მათ შორისაც შეიძლება რამდენიმე ადამიანის გამორჩევა, რომელმაც გულშემატკივრობა გაცილებით მაღალ დონეზე აიყვანა.
ვალდერამას ბედნიერი დღე
ვალდერამას ბევრი რამ უნახავს, თუმცა გუშინ, საკუთარი ნაკრების გამარჯვების შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო. კოლუმბიელ ლეგენდას არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია და ერთ-ერთ მატჩს რენე იგიტასთან ერთად დაესწრო.