ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. გუშინ პირველი სუპერსენსაცია ვიხილეთ და სამხრეთ კორეასთან 2-0 მარცხის შემდეგ გერმანია მუნდიალს დაემშვიდობა. სამაგიეროდ სენსაციების გარეშე დასრულდა სერბეთისა და ბრაზილიის დაპირისპირება, „სელესაომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. ბრაზილიასთან ერთად მერვედფინალში შვეიცარია იასპარეზებს.

სებასტიან ლარსონმა დე იონგს მიბაძა

მექსიკისა და შვედეთის მატჩში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. წარმატებისთვის ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ სებასტიან ლარსონი განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩა. შვედი ფეხბურთელის მიერ მიღებული ჯარიმა დე იონგის ალონსოზე წესების დარღვევას ძალიან ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯი იქვე იმყოფებოდა სებასტიანმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.

ნეიმარი ჩვეულ სტიქიაშია

მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი სიმულაცია ვიხილეთ, ამ კატეგორიაში განსაკუთრებით გამორჩეული ბრაზილიის ნაკრების ვარსკლავი, ნეიმარია. ამ უკანასკნელმა თავი გუშინდელ შეხვედრაშიც დაგვამახსოვრა. პაულინიოს მიერ გატანილ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ლიაიჩის ვარდნის შემდეგ, რომელიც არც ისე სახიფათო იყო, ნეიმარი რამდენჯერმე გადაკოტრიალდა და ისე გააფორმა თითქოს საშინელი ტრავმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები