მესის თილისმა - წითელი ლენტი, რომელიც ისლანდიასთან მატჩის შემდეგ უსახსოვრეს
Aa
Aa

მესის თილისმა - წითელი ლენტი, რომელიც ისლანდიასთან მატჩის შემდეგ უსახსოვრეს

''ალბისელესტეს'' კაპიტანი ლიონელ მესი ნიგერიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი შერეულ ზონაში გაჩერებას არ გეგმავდა, სადაც მას უამრავი ჟურნალისტი ელოდა, თუმცა ჟურნალისტ რამა პანტოროტოს დანახვისას მესი მედიის წარმომადგენლებთან შეჩერდა.

telefeinternacional-ის ჟურნალისტსა და ''ბარსელონას'' ფეხბურთელს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ისლანდიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის დედამ მესის წითელი ლენტი გაუგზავნა, რომელიც მესის შურისგან, ავი თვალისგან დაიცავდა და მისთვის იღბლიანი იქნებოდა.

შერეულ ზონაში რამა პანტორატომ მესის აღნიშნული ლენტის შესახებ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მესის წითელი ლენტი გაკეთებული. 

''შეხედე'' - უთხრა ლიონელმა და მარცხენა კოჭი ანახა, რომელზეც დიდი ტატუს გარდა წითელი ლენტი გამოჩნდა. მესიმ ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა, ხოლო  გაოცებული და აღელვებული  ჟურნალისტი რამა პანტოროტო ღმერთს მადლობას სწირავდა.

ისლანდიასთან მატჩის შემდეგ  ჟურნალისტის დედამ  მესის თილისმა რუსეთში გაუგზავნა

სანქტ-პეტერბურგში მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, დაძაბული და დრამატული შეხვედრა გაიმართა.არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა "ალბისელესტეს" სრული უპირატესობით დაიწყო და ხორხე სამპაოლის გუნდი მალევე დაწინაურდა. ბანეგას საოცარი გადაცემის შემდეგ ლეო მესიმ ბურთი დიდოსტატურად დაამუშავა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.

მეორე ნახევარი მსაჯის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დაიწყო. ჯიუნეტ ჩაქირიმ რბილად, რომ ვთქვათ არგენტინის კარში საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც ვიქტორ მოზესმა აუღელვებლად შეაგდო.

ამის შემდეგ დაიწყო ნერვების ომი. დაძაბულობა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

86-ე წუთზე არგენტინამ შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაშალა. მერკადომ საჯარიმოში დაბალი ბურთი გაუშვა, რომლისთვის ბრძოლა მარკოს როხომ მოიგო და ერთი შეხებით დაარტყა... 2:1!!! ტრიბუნები დაინგრა. ეს იყო საოცარი სანახაობა. სანქტ-პეტერბურგი ერთი დღით ბუენოს აირესად გადაიქცა.

სუპერდრამატული მატჩი! არგენტინა დიდი ბრძოლის შემდეგ მერვედფინალშია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები