მორიგი სენსაცია! მრისხანე ბრაზილიამ შვეიცარია ვერ დაამარცხა!
მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციების სერია გრძელდება. F ჯგუფის უდაო ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა მოულოდნელად შვეიცარიის დამარცხება ვერ შეძლო. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
"პენტაკამპეონებმა" მატჩი აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმი ფელიპე კოუტინიოს ულამაზესი გოლით მოიგეს.
მეორე ნახევარი შვეიცარიამ მაღალი პრესინგით დაიწყო და ბრაზილიელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
#SUI have committed 14 fouls so far against #BRA.
— Squawka Football (@Squawka) June 17, 2018
Six of those 14 (43%) have been against Neymar.
Targeted. ???? pic.twitter.com/u8KblkJ4Dl
ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა კუთხურის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. ზუბერმა მირანდას აჯობა და ალისონისთვის გატანა არ გასჭირვებია.
ბრაზილია რა თქმა უნდა უპირატესობას ფლობდა და მომენტებიც შექმნა, თუმცა შვეიცარიელთა მეკარე ზომერი ძალიან დამაჯერებელი იყო.
საბოლოოდ შვეიცარიელთა აგრესიულმა სტილმა შედეგი გამოიღო და გუნდმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ F ჯგუფს 3 ქულით სერბეთი ლიდერობს.
ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს კოსტა-რიკის წინააღმდეგ გამართავს.