მარადონას რასისტული ჟესტი - არგენტინელი სკანდალში გაეხვა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრები პირველი მატჩი ჩაატარა. ''ალბისელესტე'' ისლანდიას შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და არგენტინელთა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.
აღნიშნულ მატჩს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ესწრებოდა, რომელიც რასისტული შინაარსის სკანდალში გაეხვა.
ITV-ის ჟურნალისტი ჯეკი ოტლი, ვინც სტადიონზე იმყოფებოდა, ამტკიცებს რომ მარადონამ ნამდვილად რასისტული ჟესტი აჩვენა, როცა ახალგაზრდა სამხრეთკორეელები უყვიროდნენ და ხელს უქნევდნენ.
''რამდენიმე სამხრეთკორეელი დიეგოს სახელს სკანდირებდა, მარადონამ კი იძულებითი ღიმილით, კოცნითა და ხელის დაქნევით უპასუხა. შემდეგ დიეგომ თვალები მოქაჩა და ნამდვილად რასისტული ჟესტი შეასრულა'' - დაწერა ოტლიმ twiiter-ზე.
Maradona not so cool now. Some South Korea fans just shouted “Diego” and he obliged with a smile, kiss and wave. Then pulled his eyes to the side in a clearly racist gesture. All of us who saw it are stunned.
— Jacqui Oatley (@JacquiOatley) June 16, 2018
აღნიშნული ფაქტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის კიდევ ერთი ჟურნალისტი სემა ჯასვალი იყო, რომლის თქმით მარადონამ უკეთ უნდა იცოდეს თუ როგორ უნდა მოიქცეს.
დიეგომ facebook-ის პირად გვერდზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა: ''ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი იყო, მათ შორის აზიელი ბიჭები არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურებში. მე ვიყავი მათგან შორს და ვეცადე მეჩვენებინა თუ რამდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის მათი მხარდაჭერა.''

შეგახსენებთ, C ჯგუფის პირველ შეხვედრაში, არგენტინის ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და მიმდინარე მუნდიალის პირველი ხმაურიანი სენსაცია დააფიქსირა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი დიდი სენსაცია მუნდიალზე! - მესიმ და კომპანიამ ისლანდიას ვერ მოუგეს