ლიოვმა გერმანია შოკში ჩააგდო!
Aa
Aa

ლიოვმა გერმანია შოკში ჩააგდო! "ბუნდესტიმის" 23 კაციანი განაცხადი ცნობილია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო 23 კაციანი განაცხადი დაასახელა.

ლიოვის გადაწყვეტილებამ გერმანელი ქომაგები შოკში ჩააგდო. „მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ლეროი სანე განაცხადს მიღმა დარჩა!

გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ლიოვმა ასეთი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით გერმანელ სპეციალისტს კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ სეზონში ლიროი სანე "ქალაქელთა" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 22 წლის გარემარბი გუნდში პეპ გუარდიოლას ფავორიტი მოთამაშის სტატუსითაც სარგებლობს.

„პსჟ“-ში მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე მყოფი იულიან დრაქსლერის განაცხადში ხილვა და სანეს სიაში არყოფნა ორმაგად გასაკვირია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მუნდიალზე F ჯგუში მექსიკასთან, შვედეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად იმყოფება.

„ბუნდესტიმის“ საბოლოო სია ასე გამოიყურება:

მსგავსი სიახლეები