''ეროვნული გუნდისთვის მსგავსი შეკრებები ძალიან კარგია'' - ''ნაკრებში ამაღლებული განწყობაა''
ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მალტასთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდს გიორგი ხარაიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი ბერიძე შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრები პირველ ივნისს ავსტრიის ქალაქ შვაცში მალტას შეხვდება. ამხანაგურ შეხვედრას ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული გამოტოვებენ. ხსსენებული მოთამაშეები ეროვნულ გუნდს ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩისთვის შეუერთდებიან.
''შეკრება ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელით დავიწყეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი საშუალებაა მწვრთნელს დაანახონ თავიანთი შესაძლებლობები. ოფიციალურ მატჩამდე ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრას ჩავატარებთ. ამიტომ კარგია რომ მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს. მომზადებისთვის საკმაოდ დიდი დრო გვაქვს. შეკრება 10 დღე გრძელდება. ასეთი შეკრებები და ამხანაგური მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და ზოგადად გუნდისთვის ძალიან კარგია. გუნდში ამაღლებული განწყობაა, რადგან ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში კარგად ვითამაშეთ'' - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
შეგახსენებთ, მალტასთან მატჩის შემდეგ საქართველო 5 ივნისს ლუქსემბურგთან ითამაშებს.