3 მილიონი შეკვეთა გაყიდვების დაწყებამდე - ნიგერიის ნაკრების ფორმაზე დიდი მოთხოვნაა
კომპანია Nike-მა თებერვალში ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მაისურის პრეზენტაცია გამართა, რომელიც „არსენალისა“ და „ლესტერის“ ფეხბურთელებმა - ალექს აივობიმ, უილფრიდ ნდიდიმ და კელეჩი იჰეანაჩომ წარმოადგინეს. ნაკრების ახალი მაისური ღია მწვანე და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ ნიგერიის საფეხბურთო ნაკრებს ასეთი „ცოცხალი“ მაისური ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს კი ჩვენს გარდა, კიდევ სამმა მილიონმა ადამიანმა შეამჩნია, რომლებმაც Nike-ს მაისურები ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე 1 კვირით ადრე შეუკვეთეს.
ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მაისურების სტილზე Nike-თან ერთად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამაც იმუშავა. შედეგი კი გასაოცარია... ნაკრების ოფიციალურმა ფორმამ ქვეყნის მოსახლეობის გული მოიგო.
ნიგერია 2018 მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდა, სადაც ის არგენტინის, ხორვატიისა და ისლანდიის დამარცხებას შეეცდება.
