''რონალდუ ''რეალში'' რჩება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება'' - ''ახლა გამარჯვებით ვტკბებით''
ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშება გასული ორი სეზონის მსგავსად მადრიდის ''რეალის'' ტრიუმფით დასრულდა. ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა.
''არ ვფიქრობთ შემდეგ სეზონზე და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებაზე. ამჟამად ვტკბებით წარმატებით. დღეს ეს სიხარული ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა ურთულესი სეზონი და დავასრულეთ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით, რამაც უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა. ''რეალი'' ლეგენდარული კლუბია, რომელმაც 13-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი ვარ.
სეზონის დაწყებამდე ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგება იყო და სამწუხაროა რომ ლა ლიგასა და სამეფო თასზე წარმატებას ვერ მივაღწიეთ.
რონალდუ იშვიათი ფეხბურთელია, რომლის გუნდში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარჩება ჩვენს გუნდში, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება.

დღეს ვფქრობთ მხოლოდ გამარჯვებაზე. რაც შეეხება ბეილის შესაძლო ტრანსფერს, მასთან დაკავშირებით ვითარება უფრო რთულადაა. თითოეულ ფეხბურთელს თავისი ინტერესი აქვს და მათ უნდა იფიქრონ თავიანთ მომავალზე. დროდადრო რამდენიმე ფეხბურთელმა დაიმსახურა უფრო მეტი სათამაშო დრო და მესმის მათი, ვისი მოედანზე ყოფნის ხანგრძლივობაც შემცირდა'' - განაცხადა ფრანგმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზიდანს 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაახსნეს და გარეტ ბეილის გოლთან შედარება სთხოვეს: ''არ ვიცი რომელი უფრო უკეთესი გოლია ჩემს მიერ ''ჰემპდენ პარკზე'' გატანილი თუ ბეილის დღევანდელი გოლი? ბეილს ვულოცავ გატანილ გოლს და ვიტყვი რომ მისი უკეთესი იყო.''
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ''რეალმა'' კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.''