19 წელი საოცარი ფინალის შემდეგ - ''მან. იუნაიტედის'' ტრიუმფი ბარსელონაში
ჩემპიონთა ლიგის 1998-99 წლის სეზონის ფინალში ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' დრამატულ მატჩში 2:1 დაამარცხა მიუნხენის ''ბაიერნი.'' 1999 წლის 26 მაისს ''კამპ ნოუზე'' გამართული ისტორიული ფინალიდან ზუსტად 19 წელი გავიდა. შეხვედრას იტალიელი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა უძღვებოდა. მატჩს 90 245 ქომაგი დაესწრო.

მე-6 წუთი - მარიო ბასლერის ბრწყინვალედ შესრულებული სტანდარტით მიუნხენის ''ბაიერნი'' დაწინაურდა. შვეიცარიელი ოტმარ ჰიცბელდის ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ.
90+1 წუთი - ''იუნაიტედის'' შეტევისას მიუნხენელებმა ბურთი ცუდად მოიგერიეს, უელსელი რაიან გიგზის პასით ტედი შერინგემმა ახლო მანძილიდან ოლივერ კანს გაუტანა. სერ-ალექს ფერგიუსონის გუნდის უმნიშვნელოვანესი გოლი და ფსიქოლოგიური უპირატესობა.

90+2 წუთი - ბექემის კუთხურს შერინგემის თავური დარტყმა მოყვა და ნორვეგიელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ტრიუმფატორები - ფილ და გარი ნევილები

დამარცხებულთა უმძიმესი წუთები და გამარჯვებულთა უდიდესი სიხარული

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ჩემპიონთა ლიგა პირველად 1999 წელს სერ-ალექს ფერგიუსონის მთავარი მწვრთნელობისას მოიგო

