NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა
ბოსტონი - კლივლენდი 96 - 83
გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ტრადიციულად მასპინძელმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და „ბოსტონი“ სერიაში კვლავ დაწინაურდა.
.@jaytatum0 is so smooth with it ???? pic.twitter.com/d239TiNDON
— NBA on TNT (@NBAonTNT) May 24, 2018
„კელტებმა“ უპირატესობა მატჩის სტარტზევე მოიპოვეს და პირველი მეოთხედ 32-19 მოიგეს. „კლივლენდს“ სამიანები კვლავ არ წაუვიდა, ბურთი 15-ჯერ დაკარგა და სროლების მხოლოდ 41 პროცენტი გამოიყენა.
???? HE WON'T STOP ???? pic.twitter.com/KQIPJLkCmt
— Boston Celtics (@celtics) May 24, 2018
„ბოსტონის“ რიგებში 24 ქულით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი აღმოჩნდა. ჯეილენ ბრაუნმა გუნდს 17 ქულა შესძინა. ალ ჰორფორდმა კი აქტივში 15 ქულასთან ერთად 12 მოხსნა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან 13-13 ქულა მარკუს სმარტმა და მარკუს მორისმა მოაგროვეს.
That @celtics connection is ????!#NBAPlayoffs | #CUsRise pic.twitter.com/cyYzoubaPa
— NBA on TNT (@NBAonTNT) May 24, 2018
„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონმა ულიდერა. „მეფემ“ 26 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა. კევინ ლავმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. 10 ქულიანი ნიშნულისთვის „კავსის“ არცერთ სხვა მოთამაშეს არ მიუღწევია.
Hill & JR have been ghosts on the road. pic.twitter.com/tUskVrgqu7
— Bleacher Report (@BleacherReport) May 24, 2018
„ბოსტონი“ სერიაში 3-2 დაწინაურდა და შემდეგი შეხვედრას სტუმრად 26 მაისს გამართავს.