Aa
Aa

"ვოლფსბურგი" დარჩა, "კილის" სადებიუტო სეზონი გადაიდო...

გერმანიის ბუნდესლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ჰოლშტაინ კილმა“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხა.

გუნდებს შორის ვოლფსბურგში გამართული მატჩიც „მგლებმა“ მოიგეს და საერთო ჯამში დიდი სხვაობით 4:1 იმარჯვეს.

„ვოლფებმა“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, „კილს“ კი ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში ისტორიაში პირველად დაწინაურების საშუალება არ მიეცა.

ამრიგად, ბუნდესლიგის მომავალ სეზონში „ჰამბურგსა“ და „კიოლნს“ ვეღარ ვიხილავთ, რომლებიც „ნიურნბერგმა“ და „დიუსელდორფმა“ ჩაანაცვლეს. დიუსელდორფელებმა მეორე ბუნდესლიგა მოიგეს და უმაღლეს ლიგას 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები