ბრიტანეთის მუზეუმის ახალი ექსპონატი - მოჰამედ სალაჰის ბუცები
Aa
Aa

ბრიტანეთის მუზეუმის ახალი ექსპონატი - მოჰამედ სალაჰის ბუცები

მოჰამედ სალაჰის ბუცებმა ადგილი ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტურ კუთხეში დაიმკვიდრა. ლივერპულელი ვარსკლავის “Adidas x17” მუზეუმს სამახსოვროდ გადასცეს და იგი ერთ-ერთი გალერეაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გამოიფინება.

სალაჰის ბუცები 5000 წლის მუმიას, ნაბამუნის სამარხიდან წამოღებულ ნახატებს და რამზეს დიდის სკულპტურას შეუერთდება. მუზეუმის ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება მოპამედის მიერ ოქროს ბუცის მოპოვების შემდეგ მიიღეს.

მო მშობლიურ ქვეყანაში ნამდვილი გმირია. მან ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, „ლივერში“ საოცარი სეზონი ჩაატარა და სადებიუტო სეზონში 44 გოლის გატანის შემდეგ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

მოჰამედის ბუცები ეგვიპტის გარეთ ყველაზე დიდი კოლექციის მქონე მუზეუმში გამოიფინება და საკუთარ ადგილს ძველი ეგვიპტური ფეხსაცმელისა და ფარაონების სამკაულების გვერდით დაიკავებს.

ნილ სპენსერმა, ძველი ეგვიპტური და სუდანური ნივთების ექსპერტმა განაცხადა: „ახალი ეგზემპლარი ბრიტანეთის მუზეუმს თანამედროვეობასთან აახლოებს“.

„ბუცები ახლანდელი „ეგვიპტელი ღმერთის“ ისტორიას გვიყვებიან. სალაჰი ბრიტანეთში ასპარეზობს მაგრამ მის გავლენას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვგრძნობთ“.

„სალაჰის ბუცები ადგილს ფარაონთა შორის დაიკავებს. სწორედ ეს ზედმეტსახელი ამშვენებს ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მომ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ჩვენ ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რომლის მთავარი მიზანი მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ეგვიპტის ისტორიის უკეთ ჩვენებაა. ამიტომ სალაჰის ბუცების გამოფენა აბსოლუტურად რაციონალურ გადაწყვეტილებად  მიგვაჩნია“

სალაჰის ბუცები საკმაოდ ძველ და ძვირადღირებულ ექსპონატებთან ერთად იქნება გამოფენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები