პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სალაჰი დაასახელა!
Aa
Aa

პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სალაჰი დაასახელა!

პროფესიონალ ფეხურთელთა ასოციაციის შემდეგ მუჰამედ სალაჰი პრემიერლიგამაც აღიარა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცა.

სალაჰი მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს და პრემიერლიგის ეგიდით მის ანგარიშზე უკვე 31 გოლია.

ამ მაჩვენებლით ეგვიპტელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუს (2007-08 სეზონი), ალან შირერისა (1995-96) და ლუის სუარესის (2013-14) რეკორდები გაიმეორა და მათი დამხობის შანსი აქვს.

სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 10 გოლის გატანა შეძლო და მას წინ ფინალი ელოდება.

დაჯილდოების შემდეგ სლააჰმა პირველი კომენტარი გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. ამბობდნენ, რომ "ჩელსიში" ყოფნის დროს მე პრემიერლიგაში თამაშის კვალიფიკაცია არ მქონდა. ამის გამო, მე ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ აქ დავბრუნებულიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია".

სალაჰმა შემდეგ კლოპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პირველ რიგში ის ჩემი მეგობარია. მას მადლობა უნდა გადავიხადო იმისთვის, რაც ჩემთვის წლევანდელ სეზონში გააკეთა. მის გარეშე ამ დონეზე ვერ აღმოვჩნდებოდი.

სეზონის დასრულებამდე კიდევ ორი მატჩი დარჩა და მჯერა, რომ ჩვენ კლუბისთვის რაღაც განსაკუთრებულს გავაკეთებთ".

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ისტორიული რეკორდის დამხობაზეც ისაუბრა: "მსურს, რომ რეკორდი დავამხო. მე, არ ვაპირებ, რომ რონალდუს, შირერსა და სუარესს ვაჯობო. ისინი ლეგენდები არიან და აქ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ. ჩემი მიზანი, უბრალოდ რეკორდის დამხობაა".

მსგავსი სიახლეები