სამი ჩემპიონი და ცხრა მედალი - კარატისტების ეგვიპტური გრან პრი
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართული კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. Diamond Cup-ის სახელწოდებით ცნობილ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ცხრა მედალი მოიპოვეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
საუკეთესო შთაბეჭდილება მარიამ წიკლაურმა (54 კგ), დავით ძნელაძემ (-60 კგ) და ოთარ შაინიძემ (+60 კგ) დატოვეს, რომლებიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა დათა ფუტკარაძე (-80 კგ), ხოლო ლუკა მგელაძემ (-60 კგ), ანამარია მსხალაძემ (-65 კგ), მალხაზ ქაჯაიამ (-80 კგ), ნიკოლოზ ნაგერვაძემ (-90 კგ) და დავით მსხალაძემ (+90 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
Diamond Cup-ის საერთაშორისო ტურნირზე 25 ქვეყნის 300-მდე კარატისტი მონაწილეობდა, რაც შეჯიბრებაზე არსებულ მაღალ კონკურენციასა და მასშტაბურობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაციას სპორტის მინისტრის მოადგილე და საქართველოს წარმომადგენელი ევროპის კარატეს ფედერაციაში ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს