თორნიკე შენგელია, დუბაი
Aa
Aa

ისტორიული ნიშნული - შენგელია ევროლიგაში 4000 ქულას გადასცდა

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში კარიერაში დაგროვილი 4 000 ქულის ნიშნულს მიაღწია. ქართველმა კალათბურთელმა „დუბაი ბასკეტბოლისა“ და „ანადოლუ ეფესის“ მატჩში ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროლიგის ისტორიაში მხოლოდ მეცხრე მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ ნიშნულის გადალახვა შეძლო.

Tornike Shengelia has reached another historic milestone in his EuroLeague career ???? More about it: https://t.co/pvpxjqa8R7 https://t.co/BwBvzzv1QK

— BasketNews (@BasketNews_com) November 17, 2026

ქართველმა ფორვარდმა 4 000-ქულიან ზღვარს სამშაბათს, „ანადოლუ ეფესთან“ შეხვედრაში მიაღწია. მატჩამდე შენგელიას ევროლიგაში კარიერაში 3 992 ქულა ჰქონდა დაგროვებული და რეკორდული ნიშნულის დასაფიქსირებლად კიდევ რვა ქულა სჭირდებოდა.

ქართველმა შეხვედრა 9 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა, მისმა გუნდმა კი „ანადოლუ ეფესი“ ანგარიშით 80:75 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ევროლიგაში 14 სეზონის განმავლობაში 328 მატჩი აქვს ჩატარებული და ჯამში 4 001 ქულა დაუგროვდა. კარიერის განმავლობაში მას მოსკოვის ცსკა-ში, „დუბაი ბასკეტბოლში“, „ბარსელონაში“, „ბასკონიაში“, „სპირუ შარლერუასა“ და ბოლონიის „ვირტუსში“ უთამაშია.

შენგელია ახლა იმ გამორჩეულ კალათბურთელთა სიაშია, რომლებმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე 4 000-ქულიანი ზღვარი გადალახეს.

ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მაიკ ჯეიმსია 5 783 ქულით. მას ნანდო დე კოლო (5 180) და ნიკოლა მიროტიჩი (4 487) მოსდევენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    შერმადინის 6 ქულა - ტენერიფეს მორიგი გამარჯვება ევრო თასზე
    შერმადინის 6 ქულა - ტენერიფეს მორიგი გამარჯვება ევრო თასზე