ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიას კარიერას სიამოვნებით დავუსრულებ“ | პიმბლეტმა დაბრუნების თარიღი დაასახელა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, ოქტაგონში დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა. „ბედი“ Talksport-ს ესაუბრა და ილია თოფურიას ხსენების შანსი ხელიდან არ გაუშვია.

„ჩვენი წონითი დივიზიონი ამ მომენტისთვის ძალიან არეულია. საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯი ფლობს, რომელმაც იანვარში დამამარცხა, თუმცა არავინ იცის, რას აპირებს: კიდევ იჩხუბებს თუ კარიერას დაასრულებს. ამიტომ მოგვიწევს, დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს.

დეკემბერში ჩხუბი მინდოდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. იმედი მაქვს, მარტში ან აპრილში ვიბრძოლებ. გეიჯის გარდა, რა თქმა უნდა, ყველას უნდა, ჩემი და ილია თოფურიას ორთაბრძოლა ნახოს. თოფურიას სიამოვნებით ვეჩხუბებოდი. მას კარიერას სიამოვნებით დავუსრულებ“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა ბენუა სენ-დენის წინააღმდეგ გამართა და ფრანგი მებრძოლი პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ახლახან ილიამ სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს სთხოვა, გეიჯისა და პიმბლეტს შორის მისი მომდევნო მეტოქე აერჩიათ. ქომაგების ფავორიტი ჯასტინი გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სამქულიანი არ ჩაუგდია, მაგრამ...“ | ჯეი ჯეი რედიკმა სანდროზე მოკლედ ისაუბრა
    „სამქულიანი არ ჩაუგდია, მაგრამ...“ | ჯეი ჯეი რედიკმა სანდროზე მოკლედ ისაუბრა