ფიზიკური დაპირისპირება ტრიბუნაზე და გაწევ-გამოწევა ფეხბურთელებს შორის
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის ''დილასა'' და თბილისის ''დინამოს'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის დასკვნითი ნაწილი დაძაბული გამოვიდა. 75-ე წუთზე ''დილას'' ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ წითელი ბარათი მიიღო. მესამე დამატებულ წუთზე ''დილას'' ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი ''დინამოს'' მეკარე დემეტრე ბულისკერიას შეეჯახა, რასაც თოთაძესა და უკრაინელ ფეხბურთელს შორის კამათი მოყვა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა დაფიქსირდა. მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ ბულისკერიასა და კოვტალიუკს ყვითელი ბარათი უჩვენა, თოთაძეს კი - წითელი.
გარდა ამისა ტრიბუნაზე მყოფი ქომაგები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტელეკომპანია ''დიას'' მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ''დინამოსა'' და ''დილას'' ქომაგებმა სკამები დაამტვრიეს და ერთმანეთის მისამართით ისროლეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შესახებ იხილეთ
ბომბარდირებს შორის გაბედავა გალიდერდა - ''ჩიხურამ'' ''სიონი'' დაამარცხა
პირველ წრეში ''საბურთალო'' საუკეთესოა - ''დინამომ'' ქულები დაკარგა