პირველ წრეში ''საბურთალო'' საუკეთესოა - ''დინამომ'' ქულები დაკარგა
Aa
Aa

პირველ წრეში ''საბურთალო'' საუკეთესოა - ''დინამომ'' ქულები დაკარგა

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების პირველი წრე გორის ''დილასა'' და თბილისის ''დინამოს'' შეხვედრით დასრულდა. ''ბურჯანაძეზე'' ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი შეაგდო. გიორგი დარასელიას გუნდმა ნონიკაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ლიდერობა ''საბურთალოს'' დაუთმო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გეგა დიასამიძის გოლით ''სამტრედია'' დაამარცხა და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

''დინამოს'' ლიდერები: ოთარ კიტეიშვილი და ბუდუ ზივზივაძე

დანიური ''ესბიერგიდან'' თბილისის ''დინამოში'' დაბრუნებულმა 24 წლის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ეროვნული ლიგის მე-9 მატჩში მე-6 გოლი გორის ''დილას'' გაუტანა. 24-ე წუთზე მორიგი საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა და ბუდუ ზივზივაძემ კახა კაჭარავას გუნდი დააწინაურა. ბომბარდირთა დავას ბუდუ ზივზივაძე და ''ჩიხურას'' თავდამსხმელი გიორგი გაბედავა 6-6 გოლით ლიდერობენ.

ოთარ კიტეიშვილმა ეროვნულ ლიგაში მე-5 საგოლე გადაცემა შეასრულა. გოლებისა და საგოლე გადაცემების ერთობლივი რაოდენობით კიტეიშვილი ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. 22 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 9 მატჩში 5 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

 ნონიკაშვილის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

გორის ''დილას'' 22 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი თბილისის ''დინამოს'' გაუტანა. საგოლე პასი გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა. ფანცულაიამ, რომელსაც საქართველოს 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე უთამაშია, მიმდინარე სეზონში მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ამპლუით ფორვარდმა 2 გოლი შეაგდო.

ფიზიკური დაპირისპირება ტრიბუნაზე და გაწევ-გამოწევა ფეხბურთელებს შორის

''საბურთალო'' პირველი წრის ლიდერია

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნული ლიგის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა და უშუალო კონკურენტ თბილისის ''დინამოს'' 2 ქულით გაასწრო. მე-9 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გეგა დიასამიძის გოლით აუტსაიდერი ''სამტრედია'' დაამარცხა. 69-ე წუთზე ''ორჰუსის'' ყოფილმა შემტევმა საჯარიმო მისადგომებიდან კარისკენ ზუსტად დაარტყა და თბილისური გუნდის მაისურით მე-9 შეხვედრაში მეორე გოლი შეაგდო. 26 წლის ნახევარმცველი თბილისურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს. მან გასულ წელს თბილისის ''ლოკომოტივი'' დატოვა და ''საბურთალოსთან'' გააფორმა ხელშეკრულება. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში დიასამიძემ 2 გოლის გარდა 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

საბურთალო– სამტრედია 1:0 (0:0)

 1 მაისი, “მიხეილ მესხი“

 საბურთალო: კუპატაძე. ნოდარ იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია (ლაკვეხელიანი 61), თარხნიშვილი (ალთუნაშვილი 65), გორგიაშვილი, დიასამიძე, გვარაძე, ტატანაშვილი (გოშთელიანი 80)

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია: მიგინეიშვილი, ქარქუზაშვილი, შოთა კერძევაძე, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, დაუშვილი, სანია, გი, კირკიტაძე, მესიაჩენკო (ერისთავი 73), ხაბეიშვილი (ქაშიბაძე 76)

 მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

 გოლი: 1:0 დიასამიძე (69)

გაფრთხილებები: ნადარაია (57), თარხნიშვილი (61)

 მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

  

 ფოთის კოლხეთი – ქუთაისის ტორპედო 1:1 (0:1)

 1 მაისი, “დავით აბაშიძე“

ფოთის კოლხეთი: პოლტავცევი, მიხაილოვი, ჯიმშელეიშვილი, არზიანი (ტყემალაძე 87), გოგბერაშვილი (კვასოვი 82), კახელიშვილი, კვერნაძე (იმნაძე 57), გიორგი კილასონია, მახარაძე, გოგონაია, პონომარიოვი

 მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

ქუთაისის ტორპედო: კვასხვაძე,  მამასახლისი, კუხიანიძე, დოლიძე (ბოხაშვილი 80), ლიპარტია (კაპანაძე 62), წიქარიძე (კუჭუხიძე 68), კუტალია, ტაბატაძე, ხურცილავა, გიორგი გურული, ქიმაძე,

 მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

 გოლები: 0:1 კუხიანიძე (19 პენ), 1:1 იმნაძე (60)

 გაფრთხილებები: მახარაძე (18), პონომარიოვი (44), კახელიშვილი (90), პოლტავცევი (90+3)

 მთავარი მსაჯი: დ.სანოძე

  

გორის დილა - თბილისის დინამო 1:1(1:1)

2 მაისი, "თენგიზ ბურჯანაძე"

გორის დილა: ბეგაშვილი, რაჟამაშვილი(ლემპტი 70), ქავთარაძე, რიბეირო(კოვტალიუკი, 85), ნონიკაშვილი ფანცულაია(ფორტესი 65), მაჩაიძე, ჩადუნელი, კვახაძე, სუხიაშვილი, რაზმაძე, 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

თბილისის დინამო: ბულისკერია, ივანისენია(ქოჩლაძე 46), კიტეიშვილი, ივანიშვილი, შულაია(ძალამიძე 83), ზივზივაძე, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა,

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 0:1 ზივზივაძე (24), 1:1 ნონიკაშვილი(33)

გაფრთხილებები: ივანისენია(20), თოთაძე(58), რაზმაძე(72), რაზმაძე(75), ბულისკერია(90+6), კოვტალიუკი(90+6)

გაძევებები: რაზმაძე(75), თოთაძე(90+6)

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა

 

  

რუსთავი – თბილისის ლოკომოტივი 1:0 (1:0)

2 მაისი, “მიხეილ მესხი“

რუსთავი: რევიშვილი, ცარიკაევი, გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, ცხოვრებოვი, ცინცაძე, ხადარცევი (კვირკვია 74), ციცქიშვილი (ფონიავა 55), მაქაცარია (მარცვალაძე 85), გაბულოვი, მიქელთაძე

 მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

თბილისის ლოკომოტივი: თევდორაძე,  ნიკა ჭანტურია, უჩა ლობჟანიძე, უბილავა, გაბაძე (არველაძე 31), გვალია, სამურკასოვი (ჯიქია 74), ღონღაძე, შონია (ძებნიაური 77), რომან ჭანტურია, გავაშელიშვილი

 მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

 გოლი: 1:0 მიქელთაძე (4)

 გაფრთხილებები: გაბაძე (23), სამურკასოვი (69)

 მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

 

 მე-9 ტურის შესახებ ასევე იხილეთ

ბომბარდირებს შორის გაბედავა გალიდერდა - ''ჩიხურამ'' ''სიონი'' დაამარცხა

ფოტო: eliga.ge, fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები