ბათუმის ''დინამოს'' ბაზა იხსნება - სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურში ბათუმის ''დინამო'' ახალ საწვრთნელ ბაზაზე მარტვილის ''მერანს'' უმასპინძლებს. აჭარული კლუბის საწვრთნელი ბაზის გახსნის ცერემონია 1 მაისს 18:00 საათზე დაიწყება, საფეხბურთო მატჩი კი 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბაზის მშენებლობის გამო მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამო'' საშინაო მატჩებს ქუთაისში ''რამაზ შენგელიას'' სახელობის სტადიონზე მართავდა. 1 მაისიდან გია გეგუჩაძის გუნდი მატჩებს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს.
ახლადაშენებული საწვრთნელი ბაზისა და მშენებარე სტადიონის შესახებ ''აჭარის'' ტელევიზიამ საინტერესო რეპორტაჟი შემოგვთავაზა.